Became startupper

დარეგისტრირდი

გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია, შექმენით შთამბეჭდავი პროფილი და გახდით ენტერპრენერთა ქსელის ნაწილი.

მოიფიქრე იდეა

იპოვეთ პრობლემის მოგვარების გზა? აქციეთ იდეა ინვესტირებად ბიზნეს-მოდელად. მოიფიქრეთ რას შესთავაზებთ ინვესტორს.

გააზიარე პროექტი

გადაწყვიტეთ დაფინანსების რომელ მოდელს გამოიყენებთ: წილი, სესხი თუ ჯილდო. შექმენით პროექტი და გააზიარეთ ჩვენს პლატფორმაზე.

მოიზიდე ინვესტიცია

დაიწყეთ ფულის მოძიების კამპანია. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი ბიზნეს-პროექტი გაიცნოს მრავალმა დაინტერესებულმა ინვესტორმა.

Frequently Asked Questions

ქრაუდფანდინგი  (Crowdfunding) ანუ სახალხო დაფინანსება არის  პროექტის ან საწარმოს დაფინანსების პრაქტიკა, როდესაც დიდი რაოდენობის ადამიანების მონაწილეობით (უმეტესად ონლაინ) ხდება  მცირე თანხების მოზიდვა ამ პროექტის ან საწარმოს განსავითარებლად.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა წარმოადგენს კრისტალის პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრა მეწამეების მხარდაჭერა პრაქტიკული და ეფექტური სწავლების, მენტორობისა და დაფინანსების გზით.

სასწავლო კურსი შემუშავებულია მეწარმეობის სწავლების ყველაზე თანამედროვე მეთოდების საფუძველზე და შედგება ათი სესიისგან. სესიები იმართება კვირაში ორჯერ სამუშაო საათების შემდეგ. კურსს უძღვებიან კრისტალის გამოცდილი მენეჯერები. ის შედგება სამი ბლოკისგან: შესავალი-მეწარმეობის საფუძვლები, მომხმარებლის აღმოჩენა და ბიზნეს-იდეის პრეზენტაცია. სასწავლო კურსი ორიენტირებულია დაეხმაროს თითოეულ მონაწილეს მისი კონკრეტული ბიზნეს-იდეა აქციოს განხორციელებად და მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელად, რომელიც მზად იქნება ინვესტორების მიერ დაფინანსებისთვის.

მეწარმეობით დაინტერესებულ 17-დან 25 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შემდეგ ქალაქებში:

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სამტრედია, ხონი, დუშეთი, მარნეული, ვანი, ფოთი, მესტია, ზუგდიდი, სენაკი, ხობი, მარტვილი.

crystalcrowd

არის თანამედროვე პლატფორმა ინვესტორებისა და დაფინანსების მაძიებელი
დამწყები მეწარმეებისათვის
Start