გამოყენების პირობები
1. Crystal Crowd წარმოადგენს სახალხო დაფინანსების პლატფორმას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს დააფინანსონ ბიზნეს-პროექტები, მათ შორის პერსპექტიული სტარტაპები.
2. სახალხო დაფინანსება (იგივე კრაუდფანდინგი) წარმოადგენს ფინანსური შუამავლობის სახეობას, რომელიც ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მრავალრიცხოვანი მცირე ინვესტორების მონაწილეობით ხელს უწყოს ბიზნეს პროექტების დაფინანსებას. როგორც წესი, ინვესტორებად გამოდიან ფიზიკური პირები;
3. Crystal Crowd ითვალისწინების დაფინანსების 3 მეთოდს, რომელსაც შეესაბამება 3 სტანდარტული ხელშეკრულება:
- ხელშეკრულება წილის შეძენის თაობაზე - დროებით არ არის ხელმისაწვდომი
- სასესხო ხელშეკრულება - დროებით არ არის ხელმისაწვდომი
- „ჯილდოზე“ დაფუძნებული დაფინანსების ხელშეკრულება
„ჯილდოზე“ დაფუძნებული დაფინანსების ხელშეკრულება არ წარმოადგენს წილობრივ ან სავალო ფინანსურ ინსტრუმენტს, ამიტომ არ ექვემდებარება კანონით ფასიანი ქაღალდების შესახებ საჯარო განთავსების წესებზე დადგენილ შეზღუდვებს;
4. Crystal Crowd წარმოადგენს სახალხო დაფინანსების პლატფოამ ხელშეკრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ პირებს („შემომწირველებს“) შეუძლიათ მათთვის საინტერესო ბიზნეს სტარტაპის ფინანსური მხარდაჭერა, რის სანაცვლოდაც - წარმატების შემთხვევაში - დაფინანსებული ბიზნესი მათ გარკვეულ ჯილდოს (rewards/incentives) პირდება;რმას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს დააფინანსონ ბიზნეს-პროექტები, მათ შორის პერსპექტიული სტარტაპები.
5. ჯილდო შესაძლოა წარმოადგენდეს სიმბოლურ საჩუქარს შემომწირველისთვის ან მასთან შეთანხმებული სხვა პირებისთვის, ან მომავალში გამოშვებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გარკვეულ უფლებას (უპირატესად ან ფასდაკლებით/დისკაუნტით შეძენა) ან სხვა უპირატესობას (ფასდაკლება, მნიშვნელოვანი კლიენტის სტატუსი ან ლოიალურობის ქულები) აძლევდეს შემომწირველს;
6. „ჯილდოზე“ დაფუძნებული დაფინანსების ხელშეკრულება ენტრეპრენერის და მისი ბიზნესის ახლოს გაცნობის კარგი შესაძლებლობაა, რაც მომავალში შესაძლოა საინვესტიციო ან საკრედიტო ურთიერთობაში გადაიზარდოს;
7. Crystal Crowd-ის ფუნქციაა იყოს ფინანსური შუამავალი ინვესტორსა და ენტრეპრენერს შორის; Crystal Crowd-ის საკომისიო შემოსავალი მიიღება ენტრეპრენერის მიერ მოზიდული დაფინანსებიდან;
8. შემომწირველის მიერ გაღებული თანხიდან გამომდინარე, ენტრეპრენერი იღებს ვალდებულებას გადასცეს მას ან სხვა პირს ჯილდოს გარკვეული პაკეტი შეთანხმებული წესებისა და პირობის თანახმად; აღნიშნული ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია ბიზნესის ნორმალურ ოპერირებაზე; ენტრეპრენერი ვალდებულია გამოიყენოს მოზიდული სახსრები მიზნობრივად, მაგრამ არ აგებს პასუხს ბიზნეს-რისკებზე, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ვალდებულების შესრულებაში;
9. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ პროექტის შეფასების მიზნით Crystal Crowd უკავშირდება შემომწირველს, რის შედეგად ჯამური შეფასება საჯაროდ გამოყვეყნდება პლატფორმის განხორციელებულ პროექტებშიბიზნესის შეფერხების შემთხვევაში - თუ ენტრეპრენერი ვერ ახერხებს ვალდებულების შესრულებას - მან წერილობით უნდა შეატყობინოს შემომწირველს შეფერხების თაობაზე და აცნობოს სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ;
10. სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში (განსხვავდება ობიექტური ბიზნეს-რისკების დადგომის შემთხვევისაგან) Crystal Crowd იტოვებს უფლებას ყველა სამართლებრივი საშუალებით მოთხოვოს ენტრეპრენერს დაფინანსების სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება, საიდანაც მოხდება შემომწირველის გასტუმრება მათ მიერ განხორციელებული დაფინანსების პროპორციულად.