როგორ მუშაობს
CrystalCrowd არის თანამედროვე პლატფორმა ინვესტორებისა და დაფინანსების მაძიებელი დამწყები მეწარმეებისათვის.
Crystal Crowd ეძებს გამორჩეულ ენტრეპრენერებს, ვისაც გააჩნია ინვესტირებადი ბიზნეს-იდეა, ეხმარება მათ პროექტის სწორ ფორმულირებასა და დაფინანსების კამპანიის მართვაში.
არსებობს დაფინანსების მიღების 3 მეთოდი (დაფინანსების ტიპები): წილი, სესხი და ჯილდო.
ინვესტორს ეძლევა შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს ბიზნეს-პროექტებს და მოახდინოს საკუთარი სახსრების ინვესტირება. წილის და სესხის შემთხვევაში ინვესტორის ინტერესია ფულის მიღება/დაბრუნება სარგებლით, ანუ დადებითი უკუგებით, ხოლო „ჯილდოს“ შემთხვევაში ინვესტორი გამოდის შემომწირველის როლში და მხარდაჭერას აღმოუჩენს ბიზნეს-პროექტს, რის სანაცვლოდაც მომავალში იღებს გარკვეულ ჯილდოს ან სარგებელს.
Crystal Crowd მაქსიმალურად ცდილობს მოიზიდოს პერსპექტიული ენტერპრენერები და შეარჩიოს ყველაზე რეალისტური ბიზნეს-პროექტები, თუმცა ყველა ბიზნესი მოიცავს რისკს, ამიტომ ინვესტორები კარგად უნდა აფასებდნენ საფრთხეებს და მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდნენ საკუთარი ფულის დაბანდებას. ამასთან მნიშვნელოვანია ფულის განაწილება (საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია) სხვადასხვა ტიპის და რისკიანობის მქონე ბიზნეს-პროექტებს შორის.
Crystal Crowd საკომისიო შემოსავალს იღებს მიღებული დაფინანსებიდან, კერძოდ პროექტის ავტორისგან. პლატფორმაზე რეგისტრაცია, კამპანიის დაგეგმვა და მხარდაჭერა არ გულისხმობს წინასწარ გადასახადს.