რისკები
Crystal Crowd გაფრთხილებთ, რომ თქვენი სახსრების დაბანდება წარმოდგენილ პროექტებში მოიცავს რისკებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენს მიერ დაბანდებული თანხების მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა.
დაფინანსების ტიპებიდან ყველაზე რისკიანს ‘წილი’ წარმოადგენს, რომლის უკუგება რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს და სტარტაპის ბუნებიდან გამომდინარე არსებობს ბიზნესის წარუმატებლობის მაღალი შესაძლებლობა.
‘სესხი’ შედარებით უსაფრთხო ფინანსური ინსტრუმენტია, მაგრამ მის შემთხვევაშიც არსებობს ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაგარგვის რისკი. სესხის ხელშეკრულება აძლებს შესაძლებლობას კრედიტორს მოითხოვოს თანხის სრული და ვადაზე ადრე დაბრუნება, თუ სახეზეა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის სისტემატურ დარღვევას.
ჯილდოზე დაფუძნებული დაფინანსება არ გულისხმობს თანხის დაბრუნებას, არამედ გარკვეული სარგებლის/ჯილდოს მიღებას ბიზნესის წარმატების შემთხვევაში. ამ დროს არსებობს ოპერაციული რისკები, რომელიც ხელს შეუშლის ბიზნესს შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულება.
რისკის შემცირების მიზნით Crystal Crowd დეტალურად სწავლობს თითოეულ ბიზნეს-პროექტს და ასწავლის ენტრეპრენერს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიზნესის გაკოტრების საფრთხე.
რისკის შემცირების მიზნით Crystal Crowd გირჩევთ მოახდინოთ თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს დასაბანდებელი თანხის გადანაწილებას სხვადასხვა პროექტს შორის.